დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/216 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 01/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/216
2016 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
„სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკის“ პლანშეტი 1-ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პულოვერი უსახელო - შავი ფერის, ამოღებული გულით. მზადდება ნახევრად შალის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობა: შალი - 45% (+/-5%), პოლიესტერი - 55% (+/-5%).“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
ლევან მურუსიძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები