,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 04/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002
  • Word
237
29/05/2003
სსმ, 53, 04/06/2003
010.240.030.05.002.002
,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №237

2003 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში ორგანიზაციული და სტრუქტურული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება:

დებულების V თავის მე-19 მუხლს დაემატოს კახეთის რეგიონალური სამმართველო და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;

გ) ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველო;

დ) დასავლეთის რეგიონის მთავარი სამმართველო;

ე) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო;

ვ) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ზ) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო

თ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო

ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;

კ) კახეთის რეგიონალური სამმართველო”.

ე. შევარდნაძე