დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 387 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.10.003.019452 |
|
„ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (22/06/2016, №5455-IIს) მე-2 მუხლის შესაბამისად, „ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №240 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120340000.10.003.017851) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი, დამცავი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესის დამტკიცების შესახებ.“. 2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი, დამცავი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესი (დანართი №1).“. 3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი, დამცავი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესი“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოჯახში ძალადობის დროს მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი, დამცავი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით განსაზღვრულ შემთხვევაში, აგრეთვე, სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებისა (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – მომსახურების სააგენტო) მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევებში იარაღის ჩამორთმევის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს: ა) ოჯახში ძალადობის დროს მოძალადისათვის ჩამორთმეული, პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის წესსა და პირობებს; ბ) მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესსა და პირობებს; გ) მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის წესსა და პირობებს; დ) ჩამორთმეული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის წესსა და პირობებს; ე) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში (თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი ამ იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა), იარაღის ჩამორთმევის წესსა და პირობებს; ვ) მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, იარაღის ჩამორთმევის წესსა და პირობებს.“; გ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის საფუძველია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემაკავებელი, დამცავი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემა.“; დ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფი, ასევე სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემის შემთხვევაში.“; ე) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი, დამცავი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის მოქმედების ვადით;“; ვ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევა ხორციელდება შემაკავებელი, დამცავი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის საფუძველზე.“; ზ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის წესი და პირობები 1. მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის პირობები შეიძლება განისაზღვროს შემაკავებელი ორდერითა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით. 2. შემაკავებელი ორდერისა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემის დროს, მოძალადისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი პირის მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოძალადის სამსახურის სპეციფიკა. 3. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შემაკავებელ ორდერსა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერში კეთდება მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის შესახებ. აღნიშნული კატეგორიის იარაღის შეზღუდულად სარგებლობის კონკრეტულ პირობებს კი განსაზღვრავს მოძალადის უშუალო უფროსი, ოჯახში ძალადობის საფრთხის თავიდან აცილების ინტერესების გათვალისწინებით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნის საფუძველია შემაკავებელი ორდერის/იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გაუქმება ან მისი პირობების შეცვლა. 5. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეზღუდულად სარგებლობის პირობების დარღვევის შემთხვევაში მოძალადეს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. შემაკავებელი, დამცავი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის დასახელება, მისი გამოცემის თარიღი, ნომერი და მოქმედების ვადა (არსებობის შემთხვევაში).“. 5. დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. იარაღის ჩამორთმევის საფუძველი (შემაკავებელი, დამცავი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის დასახელება, მისი გამოცემის თარიღი, ნომერი და მოქმედების ვადა).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 10 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები