დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების“ შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016294 |
|
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების“ შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 მაისის №18 დადგენილებით (სსმ, 0102500020.35.119.016288) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. I თავის 1-ლი მუხლის „ა“, „ვ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეჭირვებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება; “; „ვ. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსება; “; „ს. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ომის ვეტერანთა, უპატრონო მიცვალებულთა) ერთჯერადი ფულადი დახმარება; “; 2. I თავის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ“ ომის ვეტერანებისათვის, მასთან გათანაბრებული პირებისათვის, ჩერნობილის საავარიო სამუშაოთა მონაწილეებისათვის სატელეფონო სააბონენტო, საკანალიზაციო და წყალმომარაგების ხარჯების დაფინანსება აუნაზღაურდეს არაუმეტეს: სასმელ წყალზე – სულზე 1 ლარი, კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში – სულზე 1,30 ლარი და სატელეფონო-სააბონენტო გადასახადი – 5 ლარი; “; 3. II თავის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსება: 1. ამ პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვრება გეგმიური და გადაუდებელი, სტაციონარულ-ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში, ასევე კომპიუტერული კვლევები, კორონოგრაფია, გასტროფიბროსკოპია და ფიბროსკოპია, თვალის რეფრაქციული და ლაზერული ქირურგიული მომსახურება და სხვა სამედიცინო მომსახურება (გარდა მასაჟისა, პლასტიკური ქირურგიისა და სამკურნალო კურორტული მომსახურება, სტომატოლოგიური მომსახურება). 2. სამედიცინო სადაზღვეო პროგრამის დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსების წესი მოქმედებს შემდეგნაირად: ა) იმ მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მინიჭებული აქვს 2015 წლის 1 ივლისიდან და არ აღემატება 65000-ს ქულას, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განისაზრვროს არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; ბ) იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მიენიჭა 65001-დან 100001-მდე სარეიტინგო ქულა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) ხოლო ის ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა სსიპ – მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მიენიჭათ 100001-დან ზემოთ ან არ არიან რეგისტრირებული სსიპ – მომსახურების საგენტოს ერთიან ბაზაში, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3. დახმარების მიმღებმა პირმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ქსეროასლი (აიდი ბარათის ან პასპორტის შემთხვევაში) საინფორმაციო ბარათი სერვისების განვითარების სააგენტოდან რეგისტრაციის შესახებ; ბ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №IV-100/ა; გ) ანგარიშფაქტურა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც პაციენტი იღებს სამედიცინო მომსახურებას; დ) ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ, სსიპ – სოციალურად მომსახურების სააგენტოს, ხონის რაიონული განყოფილებიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ე) ცნობა სოციალური მდგომარეობის შესახებ, შესაბამისი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლისაგან; ვ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელისგან; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ქორწინების მოწმობის ქსეროასლი; თ) მიმართვა სახელმწიფო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემული დაფინანსების შესახებ. 4. მოქალაქე (შემდგომში – ბენეფიციარი) ხონის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში წარსადგენად. 5. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გამგეობის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია არსებული დავალიანების დაფარვა, შეიძლება გადაერიცხოს თანხა სამკურნალო დაწესებულებაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და სამკურნალო დაწესებულებიდან გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის საფუძველზე. 6. პიროვნებაზე სამედიცინო თანადაფინანსების დახმარების საკითხი არ განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც ბენეფიციარზე გაწეული (ჩატარებული) სამედიცინო მომსახურების თანხა დავალიანებად არ ირიცხება კლინიკაში. 7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე, გამგებლის ბრძანების საფუძველზე.“; 4. II თავის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბენეფიციარები, რომლებიც წარმოადგენენ ფორმა №100-ს ონკოლოგის მიერ გაცემულს მიმდინარე წელს (ფორმა №100 განახლდება ყოველ 6 თვეში) მიეცეს ყოველთვიური ფულადი დახმარება. “. 5. II თავის მე-19 მუხლი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ომის ვეტერანთა, უპატრონო მიცვალებულთა), ერთჯერადი ფულადი დახმარება; 1. სარიტუალო მომსახურება (იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ომის ვეტერანთა, უპატრონო მიცვალებულთა) განისაზღვროს 250 ლარით, ეს დახმარება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე: ა) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მიცვალებულები, რომელთაც არ ჰყავთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად პირველი, მეორე და მესამე რიგის მემკვიდრეები; ბ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის მონაწილე ვეტერანების გარდაცვლილების სარიტუალო მომსახურება; გ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ გარდაცვლილ პირთა სარიტუალო მომსახურება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები