დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორებისა და მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის დამატებითი წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 143 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016353 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორებისა და მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის დამატებითი წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის № 65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 115-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორებისა და მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის დამატებითი წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილებაში /www. matsne.gov.ge 14.01.2015. 010250020.35.123.016275/, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-15 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც უძრავი ქონებით (მიწის ნაკვეთი) სარგებლობის ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რეგისტრირებული იყო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (ძალადაკარგულია 2007 წლის 11 ივლისს), როგორც სახელმწიფო საკუთრება და რომელიც ამჟამად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და მასზე აღმართულია ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები, ან აშენებული შენობა-ნაგებობა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქონებით მოსარგებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი) სარგებლობაში გადაცემა პირდაპირი განკარგვის წესით, იმ ტერიტორიულ ზონაში დადგენილი საიჯარო ქირის არანაკლებ სამმაგი ოდენობის წლიური საიჯარო ქირის საფასურის გადახდით, ყოველ კონკრეტულ განსაზღვრულ საანგარიშო წელიწადზე, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ტერიტორია არ წარმოადგენს ისეთ ტერიტორიას, რომლის გამოყენებაც ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია სხვა დანიშნულებით, რომელზედაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები