დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.025.016205 |
|
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება 146 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი იმპორტიორის (ექსპორტიორის) ან/და ტრანზიტის დამკვეთი საწარმოს მიერ ელექტროენერგიის იმპორტი (ექსპორტი) ან/და ტრანზიტი ხორციელდებოდა ერთი მეზობელი ქვეყნიდან ორი ან მეტი სისტემათაშორისი ხაზით ერთდროულად პარალელური, სინქრონული მუშაობის რეჟიმში და, ამასთან, შესაბამისი სისტემათაშორისი ხაზებით ელექტროენერგიის მიწოდების შეთანხმებული გეგმები (კორექტირებების გათვალისწინებით) ცალკეული იმპორტიორისთვის (ექსპორტიორისთვის) ან/და ტრანზიტის დამკვეთი საწარმოსათვის შედგენილია ჯამურად (საზღვარზე გადადინების ან/და გადმოდინების საერთო გეგმის სახით), დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მეზობელი ქვეყნიდან ცალკეული სისტემათაშორისი ხაზით ფაქტიურად იმპორტირებულ (ექსპორტირებულ) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიას ამ პუნქტში აღნიშნულ იმპორტიორებზე (ექსპორტიორებზე) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმოებზე ანაწილებს თითოეული მათგანისათვის ,,ბაზრის წესების“ თანახმად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შეთანხმებული (კორექტირებების გათვალისწინებით) იგივე საანგარიშო პერიოდის ჯამური გეგმების (შესაბამის საზღვარზე ელექტროენრგიის გადადინების ან/და გადმოდინების საერთო გეგმების) პროპორციულად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები