საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალურ და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ აქტივობისათვის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1553
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021939
  • Word
1553
28/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021939
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალურ და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ აქტივობისათვის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1553

 2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალურ და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ აქტივობისათვის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ

 „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალურ და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ აქტივობისათვის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                გიორგი კვირიკაშვილი