დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1552 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021938 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1552
2016 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, დაბა ხარაგაულსა და დაბა ლენტეხში მშენებარე მრავალპროფილური საავადმყოფოების ფუნქციონირებისათვის საჭირო ავეჯის, საოჯახო ტექნიკის, ტელე და აუდიოვიზუალური აპარატურისა და გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების (CPV39100000; CPV39700000; CPV32320000; CPV42512000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 04) ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები