საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1547
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021934
  • Word
1547
28/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021934
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1547

 2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, მის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა №16-ში მდებარე 395 კვ.მ უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.05.002.006) და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე, სასყიდლით, 2016 წლის პირველი აგვისტოდან 2017 წლის პირველ აგვისტომდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შპს „ფუდ ფართისათვის“ (ს/ნ: 442570530) გადაცემის თაობაზე და სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიურ საფასურად განისაზღვროს 1 580 (ერთი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                           გიორგი კვირიკაშვილი