დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დემურ ჯოლოხავასა და გელა ბარძემიშვილის ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1541 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021928 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1541
2016 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
დემურ ჯოლოხავასა და გელა ბარძემიშვილის ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფის თაობაზე
მიეცეს უფლება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ეროვნულ სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მეტყევის დემურ ჯოლოხავასა და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტის გელა ბარძემიშვილის ოჯახებს, სააგენტოსთვის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის №422 განკარგულებით შეთანხმებული 2016 წლის ბიუჯეტის გადასახდელების გეგმით გათვალისწინებული სახსრებიდან (საკუთარი შემოსავლების ფარგლებში), გამოუყოს ერთჯერადი ფულადი დახმარება,თითოეულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები