საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1539
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021926
  • Word
1539
28/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021926
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1539

 2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – მატერიალური რეზერვების დეპარტამენტს – არაუმეტეს 73 580 (სამოცდაცამეტი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარის ფარგლებში, სასაწყობე თაროების (CPV-39100000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

ბ) სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს – არაუმეტეს 50 603 (ორმოცდაათი ათას ექვსას სამი) ლარის ფარგლებში, სხვადასხვა ავეჯის (CPV-39100000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

გ) სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს – არაუმეტეს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში, მაცივრების (CPV-39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

დ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს – არაუმეტეს 110 365 (ას ათი ათას სამას სამოცდახუთი) ლარის ფარგლებში, სხვადასხვა ავეჯის (CPV-39100000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

ე) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს – არაუმეტეს 10 500 (ათი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილობების (CPV-302320000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

ვ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს – არაუმეტეს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში, ტელევიზორების (CPV-32320000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

ზ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს – არაუმეტეს 1 635 (ერთი ათას ექვსას ოცდათხუთმეტი) ლარის ფარგლებში, მაცივრების  (CPV-39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                               გიორგი კვირიკაშვილი