სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1538
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021925
  • Word
1538
28/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021925
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1538

 2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში – ფონდი) უზრუნველყოს:

ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში არსებული ქუჩების რეაბილიტაციისთვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნორიო, მარტყოფი, ახალსოფელი, ვაზიანი და ახალი სამგორი – წყალსადენის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება, 640 000 (ექვსას ორმოცი ათასი) ლარის ფარგლებში, ფონდმა უზრუნველყოს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისთვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი:     25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ფონდმა უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

4. საჭიროების შემთხვევაში, ფონდის წინადადებების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართვის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების 2016 წელს დაფინანსებისთვის საჭირო თანხების გამოყოფა.

5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადების დროს, გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, 2017 წელს განსახორციელებელი მომსახურების და სამუშაოების დაფინანსებისთვის საჭირო თანხები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი