საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1534
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021921
  • Word
1534
28/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021921
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №153 4

 2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „არეას“ (ს/კ: 426112716) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში მდებარე 2217 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.02.749), შპს „არეას“ საკუთრებაში არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში სასტუმრო „ქარიშხალას“ მიმდებარედ არსებული 875 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი) მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.663) უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის უფლებებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ შპს „არეა“ დაფარავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 ივნისის 003206816 და 201 6 წლის 18 ივლისის 004229816 დასკვნებით დადგენილ, ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას ( 12914.20 აშშ დოლარის (თორმეტი ათას ცხრაას თოთხმეტი აშშ დოლარი და ოცი ცენტი) ეკვივალენტი ლარი), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმასახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                            გიორგი კვირიკაშვილი