წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 31/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.116.016311
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
03/08/2016
ვებგვერდი, 11/08/2016
010250000.35.116.016311
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/08/2016 - 29/08/2016)

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2016 წლის 3 აგვისტო

ქ. ცაგერი

 

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო  კოდექსი‘‘ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა ნაგებობებზე (დანართი№1), სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში.

2. მუნიციპალიტეტის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით საარჩევნო პლაკატების გაკვრა აიკრძალოს ასევე დანართი №2-ში განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე.

3. ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.

4.  მუნიციპალიტეტში გამოყოფილი იქნას საარჩევნო პლაკატების გასაკრავად მდებარე იმ შენობა ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება №3-ით განსაზღვრულ ადგილებზე.

5.    პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.

6.   ამ დადგენილების პირველი მე-4 პუნქტების  გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატების გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო  კოდექსი‘‘ 46-ე მუხლის პირველი  პუნქტის გათვალისწინებით.

7. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარ ყურაშვილი



დანართი №1

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები,  სადაც  აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა:

1.   ცაგერ-ლენტეხის  ეპაქია – ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №63.

2.   ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და სასაფლაოს ტერიტორია-ქ. ცაგერი თავისუფლების ქ. №2.

3.    მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოები.

4.    ცაგერის რაიონული სასამართლო – რუსთაველის ქ. №69

5.    პოლიცია – რუსთაველის ქ. №50

6.    ცაგერის მუნიციპალიტეტის პროკურატურა – რუსთაველის ქ. №57

7.    ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო-რუსთაველის ქ. №65

8.    ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა-რუსთაველის ქ. №56.

9.   ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

10.  ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საგზაო ნიშნები.

11.  ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე  სახანძრო-სამაშველო განყოფილება – აღმაშენებლის ქ. №30.


დანართი №2

ცაგერის მუნიციპალიტეტის ის ტერიტორია და  შენობა ნაგებობები,  სადაც  დამატებით აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა:

1. ცაგერის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი.

2. ცაგერის №1 საბავშვო ბაგა-ბაღი – ქ. ცაგერი, მ. კოსტავას ქ. №31

3. ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია – აღმაშენებლის ქ. №70

 

 


დანართი №3

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსება:

1.   კულტურის სახლი – ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ №43.

2.   სპორტული დარბაზი – ქ. ცაგერი, თავისუფლების №4.

3.   უმწეოთა სასადილოს შენობა – ქ. ცაგერი, კოსტავას ქ. №4.

4.   სამხატვრო გალერეა –  ქ. ცაგერი, აღმაშენებლის ქ. №32.

5.   ცაგერის ავტოსადგური – ქ. ცაგერი, აღმაშენებლის ქ. №37.

6.  ესთეტიკური აღზრდის ცენტრი – ქ.ცაგერი, აღმაშენებლის №71.

7. ცაგერის №2 საბავშვო ბაგა-ბაღი – ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №71.

8. ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა – ქ. ცაგერი, თამარ მეფისქ. №12.

9. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო  სკოლები.

10. მუნიციპალიტეტში არსებული გარე განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები.

11. ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე მდებარე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები (კულტურის სახლები, ბიბლიოთეკები, კლუბები და სხვა).

12. ცენტრალური სტადიონი – ასათიანის ქ. №12.