დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის „ბათუმი-ახალციხის გზის პროექტის“ ხულო-გოდერძის მონაკვეთის სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1531 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021915 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1531
2016 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის „ბათუმი-ახალციხის გზის პროექტის“ ხულო-გოდერძის მონაკვეთის სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს სახელით დადოს სასესხო ხელშეკრულება, საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის „ბათუმი-ახალციხის გზის პროექტის“ ხულო-გოდერძის მონაკვეთის დაფინანსების მიზნით, 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის დაფინანსების სესხის სახით გამოყოფის შესახებ, შემდეგი ფინანსური პირობებით:
| სესხის ოდენობა: |
| 8 მილიონი ქუვეითური დინარი; |
| სესხის ხანგრძლივობა: |
| 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 5 წელი); |
| წლიური საპროცენტო განაკვეთი: |
| 2.0%; |
| ადმინისტრირების საკომისიო: |
| 0. 5% სესხის ჩამორიცხულ თანხაზე. |
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები