სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1501
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021911
  • Word
1501
21/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021911
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1501

 2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შე­სახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სა­ფუძველზე, სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ღონისძიების – სტიპენდიანტთა ორდღიანი ფორუმის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრმა საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდ­ვის სა­შუალებით, სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის 2016 წლისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნე­ბების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი