დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1491 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021903 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1491
2016 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა.ა) არაუმეტეს 4 175 (ოთხი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილობების (CPV-30213000; 30237000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.ბ) არაუმეტეს 5 940 (ხუთი ათას ცხრაას ორმოცი) ლარის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილობების (CPV-30232000; 30237000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.გ) არაუმეტეს 2 328 (ორი ათას სამას ოცდარვა) ლარის ფარგლებში, სხვადასხვა ავეჯის (CPV-39100000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.დ) არაუმეტეს 14 870 (თოთხმეტი ათას რვაას სამოცდაათი) ლარის ფარგლებში, საოჯახო ტექნიკის (CPV-39700000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.ე) არაუმეტეს 9 350 (ცხრა ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში, საოჯახო ტექნიკის (CPV-39700000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.ვ) არაუმეტეს 18 115 (თვრამეტი ათას ას თხუთმეტი) ლარის ფარგლებში, ტელე და აუდიოვიზუალური აპარატურის (CPV-32320000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს – არაუმეტეს 7 330 (შვიდი ათას სამას ოცდაათი) ლარის ფარგლებში, კონდიციონერების (CPV-42512000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს – არაუმეტეს 5 900 (ხუთი ათას ცხრაასი) ლარის ფარგლებში, ვენტილატორების (CPV-39720000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას:
დ.ა) არაუმეტეს 33 135 (ოცდაცამეტი ათას ას ოცდათხუთმეტი) ლარის ფარგლებში, კონდიციონერების (CPV-42512000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
დ.ბ) არაუმეტეს 7 520 (შვიდი ათას ხუთას ოცი) ლარის ფარგლებში, მაცივრების (CPV-39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ე) სსიპ – „112“-ს:
ე.ა) არაუმეტეს 76 760 (სამოცდათექვსმეტი ათას შვიდას სამოცი) ლარის ფარგლებში, ტელე და აუდიოვიზუალური აპარატურის (CPV-32323000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ე.ბ) არაუმეტეს 97 860 (ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას რვაას სამოცი) ლარის ფარგლებში, სხვადასხვა ავეჯის (CPV-39100000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები