დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1488 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021901 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1488
2016 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (შემდგომში – კომპანია), ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათში, ერმილე თოდაძის ქუჩაზე (თამარ მეფის ქუჩიდან რეზერვუარებამდე) არსებული ამორტიზებული, რეზერვუარში წყლის მიმწოდებელი (დამწნეხი) და რეზერვუარიდან ქსელში მიმწოდებელი (დამხარჯი) მილსადენების, ასევე დამცლელ და გამანაწილებელ კვანძებზე რკინა-ბეტონის ჭების მოსაწყობად და დამწნეხი მილსადენიდან დამხარჯ მილსადენზე მომხმარებლების გადასართველად სამშენებლო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უზრუნველყოს:
ა) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამინისტროსთვის განსაზღვრული „რეგიონებში ინფრასტუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 04 07) გათვალისწინებული ასიგნებებიდან 236 000 (ორას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარის კომპანიისთვის გადარიცხვა;
ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.
3. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება, გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები