საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით და 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული 2013 წლის 13 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის პროექტის პირველი (კმ 0-კმ 20) და მე-2 (კმ 20 - კმ 40) სექციების განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1483
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021896
  • Word
1483
21/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021896
საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით და 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული 2013 წლის 13 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის პროექტის პირველი (კმ 0-კმ 20) და მე-2 (კმ 20 - კმ 40) სექციების განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1483

2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით და 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული 2013 წლის 13 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის პროექტის პირველი (კმ 0-კმ 20) და მე-2 (კმ 20 - კმ 40) სექციების განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების („საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა“) და 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული 2013 წლის 13 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულების („ქსანი-სტეფანწმინდის“ ქვესადგურების დამაკავშირებელი ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი“) ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 20 თებერვლის №2036-IIს და 2016 წლის 19 თებერვლის №4777-IIს დადგენილებებით), „ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოსახლეობასა და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რომელიც ასახულია KfW-სთან შეთანხმებულ განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტში.

2. შეთანხმებულ იქნეს „ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის პროექტის პირველი (კმ 0-კმ 20) და მე-2 (კმ 20 -კმ 40) სექციების თანდართული განსახლების სამოქმედო გეგმები (RAP) .

3. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, KfW-სთან შეთანხმებული განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად:

ა) მოახდინოს „ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში, პირველი (კმ 0-კმ 20) და მე-2 (კმ 20 - კმ 40) სექციების ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისგან პროექტის მიზნებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების (ქონების) სარეგისტრაციო თანხის ანაზღაურება, საჭირო მიწის ნაკვეთების და ქონების გამოსყიდვა და სხვა სახის კომპენსაციის გაცემა;

 ბ) უზრუნველყოს ასაშენებელი „ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის“ ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, ანძის პოლიგონების განთავსებისათვის საჭირო, სახელმწიფო, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების საკუთრებად რეგისტრირებული ან/და დასარეგისტრირებელი ქონების იდენტიფიცირება, დასარეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, ამ დოკუმენტაციის სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებამოსილების მქონე უწყებისათვის წარდგენა.

4. ეთხოვოს მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს:

ა) ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ ქონების, რომელიც რეგისტრირებულია მათ საკუთრებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მათი გადაცემის საკითხის განხილვა;

ბ) ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ქონებაზე, რომელიც იმყოფება „ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის პროექტის პირველი (კმ 0-კმ 20) და მე-2 (კმ 20-კმ 40) სექციების ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობის სარგებლობაში, განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, მოსახლეობის მიერ აღნიშნული ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით.

5. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიმართვისა და მათ მიერ წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე, უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიმართვის საფუძველზე, ამ განკარგულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ქონების სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანა, შემდგომში სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ამავე ქონების სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალში შეტანის მიზნით.

6. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიმართვისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი