“საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აგვისტოს №368 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 29/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 25/06/2004
სარეგისტრაციო კოდი 120.070.000.05.002.002
  • Word
224
21/05/2003
სსმ, 47, 29/05/2003
120.070.000.05.002.002
“საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აგვისტოს №368 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №224

2003 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

“საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აგვისტოს 368 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

“საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აგვისტოს 368 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები:

„გარდა საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსისა“.

2. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “დ” პუნქტი:

„დ) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 7­1 მუხლი:

     „მუხლი 71. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო

საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს ხელმძღვანელობს და მის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

სამდივნოს ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრებსა და თათბირებზე მოსაწვევ პირთა გაფრთხილება, მიღება და სხვა ორგა­ნიზაციული საკითხების მოგვარება;

ბ) საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენციაზე მყოფ პირთა აღრიცხვა;

გ) საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენციის დაწყება-დასრულებისა და პრეზი­დენტის სამუშაო დღის გეგმის მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მისაღების ნორმალური ფუნქცი­ონირებისათვის შესაბამისი სხვა ღონისძიებების  განხორ­ციელება“.

ე. შევარდნაძე