დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1481 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021894 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1481
2016 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ
„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება და თანდართული კოორდინატების შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში მდებარე 26796 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შემდგომში აღნიშნული ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები