სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოლიმპიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოლიმპიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1478
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021891
  • Word
1478
21/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021891
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოლიმპიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1478

2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოლიმპიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩა №13-ში მდებარე 29322 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – №1-№8 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.01.012.056), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ოლიმპიკს“ (ს/კ: 202058110).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 28 დეკემბრამდე არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის გადახდა;

ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში დარჩენილი საპრივატიზებო თანხის გადახდა;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ბ.ა) სპორტული კომპლექსის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 4 ერთეულ ბუნებრივსაფარიან (ზომით – 25X40 მეტრი, 40X60 მეტრი, 68X105 მეტრი და 55X100 მეტრი) და არანაკლებ ერთ ერთეულ ხელოვნურსაფარიან (ზომით – 55X100 მეტრი) მოედანს; სამედიცინო, მსაჯების და მწვრთნელების ოთახ(ებ)ს; არანაკლებ 150 (ას ორმოცდაათი) ადამიანზე გათვლილ გასახდელ(ებ)ს, საშხაპე(ებ)ს; არანაკლებ 2000 ადამიანის ტევადობის ტრიბუნას/ტრიბუნებს; კვების ობიექტ(ებ)ს; ღია ან/და დახურული ტიპის საცურაო აუზ(ებ)ს; არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანზე გათვლილ, არანაკლებ 20 (ოცი) ერთეულ მოსასვენებელ ოთახს)) მშენებლობა/რეკონსტრუქცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება, ასევე ეზოს კეთილმოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) გადაცემული უძრავი ქონების ან/და მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, ტერიტორიის განათებას);

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) წლის განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადასაცემი უძრავი ქონების სპორტული პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

3. შპს „ოლიმპიკი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი