შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021890
  • Word
1477
21/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021890
შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1477

2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „თეთნულდი დეველოპმენტმა“ (ს/კ: №236049904), გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2016 წლის განმავლობაში, საკუთარი სახსრებით განახორციელოს შემდეგი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა:

ა) მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში მდებარე თეთნულდის მთის ფერდობზე ახალი საბაგირო გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და მომსახურებები;

ბ) მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში მდებარე თეთნულდის მთის ფერდობზე ახალი საბაგირო გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული სრული საზედამხედველო მომსახურებები;

გ) მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში მდებარე თეთნულდის მთის ფერდობზე არსებული და ახალი სასრიალო ტრასებისთვის საჭირო ატრიბუტები, დანადგარები, აღჭურვილობა, საქონელი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი