დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ანაკლია 2016“-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1471 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021884 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1471
2016 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „ანაკლია 2016“-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ანაკლია 2016“-ის (ს/ნ: 405158804) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადაეცეს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას, 2016 წლის პირველ სექტემბრამდე.
2. მართვის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან (მესაკუთრესთან) შეთანხმების გარეშე, შპს „ანაკლია 2016“-ის კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონით ან აუქციონის გარეშე, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემა, არაუმეტეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მართვის უფლებით გადაცემის ვადისა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები