შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021880
  • Word
1467
21/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021880
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1467

2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპულიკის მთავრობას, სოფლების: წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობასა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2015 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, „შუახევჰესის“ პროექტის განხორციელების მიზნით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 1 წლის ვადით და მიეცეს უფლება, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფ. ტაკიძეების მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 23 474 (ოცდასამი ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

№

X

Y

1

260769

4614334

2

260764

4614309

3

260744

4614301

4

260660

4614442

5

260628

4614481

6

260626

4614489

7

260621

4614499

8

260626

4614515

9

260649

4614529

10

260657

4614525

11

260670

4614514

12

260685

4614498

13

260709

4614471

14

260718

4614458

15

260732

4614435

16

260739

4614393

17

260748

4614380

18

260754

4614357

19

260762

4614342

S = 1,18 ჰა

WGS -1984.

 

2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:

       ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დებულების 74 მუხლის 22 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებული თანხის – 35 211 (ოცდათხუთმეტი ათას ორას თერთმეტი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                    გიორგი კვირიკაშვილი