დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით) და გილიად საიენს, ინკ.-ს („გილიადი“)(Gilead Sciences, Inc. („Gilead“) შორის გასაფორმებელი დოკუმენტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1455 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021868 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1455
2016 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოსა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით) და გილიად საიენს, ინკ.-ს („გილიადი“) (Gilead Sciences, Inc. („Gilead“) შორის გასაფორმებელი დოკუმენტის თაობაზე
1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოსა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით) და გილიად საიენს, ინკ.-ს („გილიადი“) (Gilead Sciences, Inc. („Gilead“)შორის ხელმოსაწერი დოკუმენტის პროექტი.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან მის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ, არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმებას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები