დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1454 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021867 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1454
2016 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი განსაზღვროს დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №477 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 1 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები