„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 29/07/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016194
26
29/07/2016
ვებგვერდი, 04/08/2016
010320040.32.061.016194
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №26

                                2016 წლის 29 ვლისი                     

                                               ქ. თბილისი                                    

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №27 დადგენილებით ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №21 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინოცენტრ „აფხაზეთის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №38 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 02/12/2015 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.061.016165) შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 07/08/2014 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010320040.32.061.016098) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილება:

1. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“;“.

2. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                    ვახტანგ ყოლბაია