საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ

  • Word
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1428
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021841
  • Word
1428
18/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021841
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1428

2016 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ

1. „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილების (შემდგომში – დადგენილება) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დადგენილებით დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევით განსაზღვრული პროცედურები არ გავრცელდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროექტზე.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) 2016-2017 წლებში უზრუნველყოს თელავის, ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გამავალი სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების დაფინანსება დეპარტამენტმა უზრუნველყოს 2017 წლის ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                       გიორგი კვირიკაშვილი