დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პროექტის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1421 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021834 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1421
2016 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პროექტის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას შორის ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობას შორის 2005 წლის 17 იანვარს გაფორმებული შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად, მიეცეს უფლება მესტიის მუნიციპალიტეტს, განახორციელოს „პრევენციისა და მზაობის სისტემების გაძლიერების მეორე ეტაპის“ პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში კატასტროფებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით მიიღოს გრანტი შვეიცარიისაგან (წარმომადგენელი: სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი (SCO)) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები