„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 381
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.019446
381
02/08/2016
ვებგვერდი, 08/08/2016
480140000.10.003.019446
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №381

2016 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2016 წლის 19 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს თურქეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი