დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უმაღლესი განათლების საფეხურზე 2003-2004 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 220 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/05/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 29/05/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.060.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №220
2003 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
უმაღლესი განათლების საფეხურზე 2003-2004 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ
„განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს 2003-2004 სასწავლო წელს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთით მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტი დანართის თანახმად.
2. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) ერთ თვეში შეიმუშაოს და შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით დაამტკიცოს სახელმწიფო დაკვეთის განთავსება უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით.
3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) განათლების სამინისტროსთან (ა. კარტოზია), ფინანსთა სამინისტროსთან (მ. გოგიაშვილი) და სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით ორ თვეში დასამტკიცებლად წარმოადგინოს დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული განათლების საფეხურებზე 2003-2004 სასწავლო წლის სახელმწიფო დაკვეთის მაჩვენებლები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები