დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 377 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019442 |
|
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2016, 010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი: „წ) კომერციული ატაშეების სამმართველო.“. 2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომერციულ ატაშეებს;“. 3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი: „წ) კომერციული ატაშეების სამმართველო - უცხოურ ბაზრებზე ეროვნული პროდუქციის სავაჭრო პოტენციალის განვითარება - არსებულ ბაზრებზე ექსპორტის მოცულობის ზრდა და ახალი ბაზრების მოძიება; უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა და აღნიშნულ კომპონენტში სისტემური თანამშრომლობა საქართველოში არსებულ შესაბამის უწყებებთან; უცხოეთში ახალი ტექნოლოგიების მოძიება და გაზიარება საქართველოში არსებულ ბიზნეს სექტორთან; თანამშრომლობა უცხოეთში არსებულ სამეცნიერო ტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტებთან; კომპეტენციის ფარგლებში, ქართული ტურისტული პოტენციალის პროპაგანდაში მონაწილეობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოში არსებულ შესაბამის კერძო და სახელმწიფო უწყებებთან; ექსპორტიორების და ზოგადად, ქართული ბიზნეს ინტერესების უცხოურ ბაზარზე დაცვა; ექსპორტსა და ინვესტიციებთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზების შეგროვება და ანალიზი; უცხოური ბაზრის მოკვლევისა და საქართველოს საინვესტიციო ინტერესებიდან გამომდინარე, პოტენციური ინვესტორების და პროექტების იდენტიფიცირება; უცხოეთში არსებულ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან თემატური პრეზენტაციების გამართვა; თემატურ კონფერენციებში მონაწილეობა; ბიზნეს ბრიფინგების ორგანიზება; სამთავრობათაშორისო კომუნიკაციის ორგანიზება; პოტენციურ კლიენტებსა და პარტნიორებზე ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა საქართველოსა და სხვა ქვეყნის კომპანიებს შორის; პოტენციურ პარტნიორებს შორის - ბიზნეს წარმომადგენლებს, სახელმწიფო წარმომადგენლებს და კვლევით ორგანიზაციებს შორის - ერთობლივი სამუშაო პლატფორმის შექმნა; ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გამართულ ფორუმებში შესაბამისი სამინისტროს ჩართულობის ორგანიზება; კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ მარკეტინგული ღონისძიებების ერთობლივი, კოორდინირებული დაგეგმვა; საკონსულოს შენობის ან სხვა ბიზნეს ფართის გამოყენება ფორუმების, სამუშაო ჯგუფების შეხვედრების უზრუნველსაყოფად; ორგანიზაციული საკითხების მოგვარება ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების განსახორციელებლად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები