დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის №964 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1420 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021833 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1420
2016 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის №964 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის №964 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მესტიის მუნიციპალიტეტს 343 400 (სამას ორმოცდასამი ათას ოთხასი) ლარი, კერძოდ:
ე.ა) 2015-2016 წლებში მომხდარი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით – 103 400 (ას სამი ათას ოთხასი) ლარი;
ე.ბ) მესტიის მუნიციპალიტეტში კატასტროფებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების, კერძოდ, დაბა მესტიაში არსებული „ლეხთაგის ღელის“ კალაპოტის და ღორღდამჭერების მოწყობის სამუ შაოების განხორციელების მიზნით – 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი;“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები