ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1417
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021830
  • Word
1417
18/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021830
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1417

2016 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ (ს/ნ: 202886788) მიეცეს უფლება, კომპანიის საკუთრებაში არსებულ, №01.10.07.007.013 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, ბუნებრივ გაზსა და თხევად საწვავზე მომუშავე მუნიციპალური ავტობუსებისათვის საწვავგასამართი (ბუნებრივი გაზი და თხევადი საწვავი (დიზელი)) სადგურის მოწყობის მიზნით, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, კომპანიის საკუთარი სახსრებიდან,    5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი