დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის (დ. აბაშიძის ქუჩიდან მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის ჩათვლით) სრული რეაბილიტაციის მიზნით, დამატებითი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1416 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021829 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1416
2016 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის (დ. აბაშიძის ქუჩიდან მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის ჩათვლით) სრული რეაბილიტაციის მიზნით, დამატებითი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდს (ს/ნ: 404384974) მიეცეს უფლება, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისათვის, ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის (დ. აბაშიძის ქუჩიდან მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის ჩათვლით) სრული რეაბილიტაციის მიზნით, დამატებითი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 9 250 000 (ცხრა მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №32-127 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტით ა(ა)ი პ – თბილისი ს განვი თარები ს ფონ დის თვი ს (ს/ნ: 404384974) გათვა ლისწინებ ული ასი გნებები დან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები