დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მშენებელი 1“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1414 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021827 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1414
2016 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „მშენებელი 1“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შპს „მშენებელი 1“-ზე (ს/კ: 239403793) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00909 ლიცენზიაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის, რომლის კოორდინატებია:
| № | X | Y |
| 1 | 4687789 | 8375084 |
| 2 | 4687690 | 8375052 |
| 3 | 4687686 | 8375239 |
| 4 | 4687789 | 8375274 |
| S=1,9 ჰა, | ||
შეცვლა სხვა ფართობით, რომლის კოორდინატებია:
| № | X | Y |
| 1 | 374826 | 4683905 |
| 2 | 374826 | 4683782 |
| 3 | 374888 | 4683729 |
| 4 | 374958 | 4683747 |
| 5 | 374989 | 4683839 |
| S= 1,91 ჰა. | ||
2. შპს „მშენებელი 1“-მა (ს/კ: 239403793) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეცვლილ სალიცენზიო ფართობზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00909 ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე (2027 წლის 11 ოქტომბრამდე), განახორციელოს 209 150 მ3-ის ოდენობის კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის მოპოვება სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. ლიცენზიის მფლობელმა უზრუნველყოს კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის ტრანსპორტირება ძარაგადახურული სატრანსპორტო საშუალებით.
4. შპს „მშენებელი 1“-მა წიაღითსარგებლობის პროცესში რესურსის ტრანსპორტირებისას, მტვერჩახშობის მიზნით, განახორციელოს სატრანსპორტო გზის წყლით მორწყვა.
5. შპს „მშენებელი 1“ ვალდებულია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00909 ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე (ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში) განახორციელოს სარეკულტივაციო სამუშაოები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები