„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 19-54
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016312
19-54
02/08/2016
ვებგვერდი, 08/08/2016
010250050.35.101.016312
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19-54

2016 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 04/01/2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016255)  და დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგი და აღდგენითი თერაპიის ქვეპროგრამის განხორციელების წესის” (დანართი №3) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეებს წარმოადგენენ პირები, რომლებსაც ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში ჩაუტარდათ სკრინინგი და ამასთან ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ბენეფიციარები, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი