„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016558
424
02/08/2016
ვებგვერდი, 03/08/2016
140030000.22.034.016558
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №424

2016 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/12/2015, სარეგისტრაციო კოდი – 140030000.22.034.016499) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მონიტორინგის სამსახური;

ბ) ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახური;

გ) სამედიცინო მომსახურების სამსახური;

დ) ქ.თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო);

ე) ქ.თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო);

ვ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება) (ქ. მცხეთა), რომლის შემადგენლობაშია:

ვ.ა) დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ვ.ბ) ახალგორის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ზ) აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. ბათუმი), რომლის შემადგენლობაშია:

ზ.ა) ქობულეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ზ.ბ) ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ზ.გ) ლანჩხუთის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

თ) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. გორი), რომლის შემადგენლობაშია:

თ.ა) ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

თ.ბ) ახალციხის  დროებითი მოთავსების იზოლატორი;

თ.გ) ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ი) ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. რუსთავი), რომლის შემადგენლობაშია:

ი.ა) წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ი.ბ) მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

კ) კახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. თელავი), რომლის შემადგენლობაშია:

კ.ა) საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორი;

კ.ბ) სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

კ.გ) ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ლ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. ქუთაისი), რომლის შემადგენლობაშია:

ლ.ა) ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ლ.ბ) ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ლ.გ) ჭიათურის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ლ.დ) სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ლ.ე) ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

მ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური) (ქ. ზუგდიდი), რომლის შემადგენლობაშია:

მ.ა) სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

მ.ბ) ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი;

მ.გ) ჩხოროწყუს დროებითი მოთავსების იზოლატორი;

მ.დ) მესტიის დროებითი მოთავსების იზოლატორი.

2. იზოლატორების ადგილმდებარეობა და მათში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) ადგენს მონიტორინგის ჩატარების გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12

იზოლატორების საქმიანობა რეგულირდება იზოლატორების ტიპური დებულებითა და შინაგანაწესით.“.

4. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) ამტკიცებს იზოლატორების დღის განრიგს;

2) ამტკიცებს მონიტორინგის ჩატარების გეგმას;“.

5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17

ამ დებულების მე-15 და მე-16 მუხლების მოქმედება არ  ვრცელდება ამ დებულების მე-8 მუხლის „დ“-„მ“ ქვეპუნქტებში მითითებული იზოლატორების უფროსებსა და მოადგილეებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება იზოლატორების ტიპური დებულებითა და შინაგანაწესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი