დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.170.016211 |
|
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მაისის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.170.016109) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ტ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ამხანაგობის მიერ შემოტანილი განცხადების განხილვა და შესაბამის გადაწყვეტილების მიღება. წინადადებების მომზადება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის, საბინაო ინფრასტრუქტურის მოწყობის თაობაზე და კომუნალური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით პროგრამების შემუშავება.“; ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „კ“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები და შემდეგი რედაქციით: „კ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და აღრიცხვა; ლ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშესაწყობად პროგრამების შემუშავება; მ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან სისტემატიური შეხვედრებისა და კონსულტაციების გამართვა, ამხანაგობების წევრთათვის ენერგოეფექტური ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ნ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შერჩეული პრიორიტეტების გათვალისწინებით საცხოვრებელ კორპუსებში სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარებისა და ადგილობრივი ინვესტიციების ხელშეწყობა.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები