დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.155.016203 |
|
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17.07.2014 წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.155.016127) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების “ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები: 1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) სამდივნო განყოფილება. 2. აპარატის საჯარო მოსამსახურეებია: აპარატის უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი.“. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი „მუხლი 81. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ა) განიხილავს, აანალიზებს და ანოტაციას უკეთებს საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შემოსულ კორესპონდენციებს; ბ) იღებს ინფორმაციებს თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალებების შესრულების თაობაზე; გ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარეს საინფორმაციო ანალიტიკური მასალით ცალკეულ დარგებში მიმდინარე მუშაობისა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ; დ) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, სხვადასხვა ინსტანციებში გასაგზავნი წერილობითი მიმართვების პროექტებს; ე) მონაწილეობს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის თათბირებისა და შეხვედრების ჩატარებას; ვ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის უფროსის დავალებებს; ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს აპარატის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები