ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის N20 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის N20 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.144.016256
14
29/07/2016
ვებგვერდი, 04/08/2016
010260020.35.144.016256
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის N20 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №14

2016 წლის 29 ივლისი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №20 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №20 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 02/07/2015, 010260020.35.144.016212) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების წესის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გამგეობაში დოკუმენტები, გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შექმნილი დოკუმენტისა, ელექტრონულად მზადდება და ფორმდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“, საქმისწარმოების ერთიანი წესებისა და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი