დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ქუთაისში, „ავტოქარხნის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩისათვის (კოორდინატები: X–305130,5 Y–4680588,6; X–305130,9 Y–4680579; X–305250,9 Y–4680587,5; X–305250 Y–4680596,9) გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის,თენგიზ აბულაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 290 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.123.016005 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №290
2016 წლის 27 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში, „ავტოქარხნის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩისათვის (კოორდინატები: X–305130,5 Y–4680588,6; X–305130,9 Y–4680579; X–305250,9 Y–4680587,5; X–305250 Y–4680596,9) გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის – თენგიზ აბულაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:
მუხლი 1. მიენიჭოს ქალაქ ქუთაისში, „ავტოქარხნის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩას (კოორდინატები: X–305130,5 Y–4680588,6; X–305130,9 Y–4680579; X–305250,9 Y–4680587,5; X–305250 Y–4680596,9) გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის – თენგიზ აბულაძის სახელი.
(სიტუაციური რუკის ქაღალდის
ვერსია თან ერთვის)
მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს შოთა მურღულიას, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქუჩის სახელდებასთან და ნუმერაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. ეთხოვოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული განკარგულებიდან გამომდინარე განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებები.
მუხლი 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ვ. კუპრაძის ქუჩა №11) მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 5. განკარგულება ამოქმედდეს 2016 წლის 27 ივლისიდან.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე ბექა ყანჩელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები