ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016263
18
01/08/2016
ვებგვერდი, 04/08/2016
010250050.35.128.016263
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2016  წლის 1 აგვისტო

დაბა  ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლისა და ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლების საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
.შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი17/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016162)
1.დადგენილებით  დამტკიცებულ №1 დანართის  მე-13 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) ვალდებულია  დროულად მიაწოდოს  ინფორმაცია გამგებლის მიერ განსაზღვრულ  უფლებამოსილ  პირს ბავშვის დაბადების თაობაზე, თუ ბავშვი დაიბადა  სამედიცინო დაწესებულების  გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;

მ)  ვალდებულია  შეადგინოს ოქმი პირის გარდაცვალების  შესახებ და არაუგვიანეს  მეორე სამუშაო დღისა წარუდგინოს გამგებლის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე