დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. სენაკში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებული მოედნისათვის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.108.016001 |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №29
2016 წლის 20 ივლისი
ქ. სენაკი
ქ. სენაკში ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებული მოედნისათვის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:
1. ქ. სენაკში ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებულ მოედანს (საკადასტრო კოდი: №44.01.31.303; №44.01.31.311; №44.01.31.506) ეწოდოს ქართველი გმირის, სოხუმის მერის – გურამ გაბესკირიას მოედანი.
2. დაევალოს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს სახელდებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ძალაში შევიდეს გაცნობისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. №247).
სენაკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები