დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.158.016309 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-მუხლის პირველი პუნქტის “გ.ბ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/10//2014, 010260020.35.158.016184) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ანალიზისა და ინოვაციური პროექტების კოორდინაციის განყოფილება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის სამოქმედო გეგმების შედგენას და მათ განხორციელებაზე კოორდინაციის უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრას, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა მიზნობრივი პროგრამების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, გამგებლისთვის წარდგენას, მათი განხორციელების ხელშეწყობას და მონიტორინგს.“ . 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ს დაემატოს „91“ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91) მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ანალიზისა და ინოვაციური პროექტების კოორდინაციის განყოფილება მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ანალიზისა და ინოვაციური პროექტების კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე არსებული პრობლემებისა და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული მუნიციპალური სერვისების კვლევასა და მის ანალიზს; გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფისა და სამოქმედო გეგმების შედგენის კონტექსტში; დ) მუნიციპალური სერვისების ანალიზისა და დაგეგმვის გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორთან, ბიზნეს-სექტორთან, ინტერესჯგუფებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან; ე) მუნიციპალიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის განხორციელებაზე ანგარიშგების, მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება; ვ) გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი; ზ) მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე მონაცემების შეგროვება, დამუშავება, სტატისტიკის, ანალიზის და ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოება. “. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 15 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები