„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016656
152
01/08/2016
ვებგვერდი, 01/08/2016
040030000.22.027.016656
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №152

2016 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო  აქტების  რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი,  040030000.22.027.016240, 31.01.2012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 52-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარდაცვალების რეგისტრაციისათვის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირი სააგენტოს წერილობით წარუდგენს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად შედგენილ ოქმს. გარდა ამ მუხლის 41 და 42 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ოქმი უნდა შეიცავდეს:

ა) ოქმის შედგენის თარიღს;

ბ) ოქმის შედგენის ადგილს;

გ) გარდაცვლილი პირის სახელს, გვარს, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს, მოქალაქეობას და პირად ნომერს;

დ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს;

ე) გარდაცვლილის უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილს;

ვ) მოწმეების ჩვენების/ახსნა-განმარტების შინაარსს, კერძოდ:

ვ.ა) გარდაცვალების ადგილს;

ვ.ბ) გარდაცვალების თარიღს;

ვ.გ) გარდაცვალების მიზეზს;

ვ.დ) სხვა ინფორმაციას გარდაცვლილი პირის შესახებ;

ზ) მოწმეების სახელსა და გვარს;

თ) მოწმეების პირად ნომერს;

ი) მოწმეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს;

კ) ინფორმაციას გარდაცვლილთან მოწმეების კავშირის შესახებ;

ლ) მოწმეების ხელმოწერას;

მ) ოქმის შემდგენი პირის მონაცემებს:

მ.ა) სახელსა და გვარს;

მ.ბ) პირად ნომერს;

მ.გ) თანამდებობას;

ნ) შენიშვნის გრაფას;

ო) ოქმის შემდგენის ხელმოწერას.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. გარდაცვალების თარიღის შესახებ ინფორმაციის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ ოქმში შესაძლებელია არ იქნეს მითითებული პირის გარდაცვალების თარიღი. ამ შემთხვევაში ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრულ შესაბამის ველში იწერება „უცნობი“. იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვალების თარიღის შესახებ არ მოიპოვება სრული ინფორმაცია, არამედ ცნობილია მხოლოდ წელი, ან წელი და თვე, ოქმში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისად გარდაცვალების წელი, ან წელი და თვე.

42. ინფორმაციის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ ოქმში შესაძლებელია არ იქნეს მითითებული პირის გარდაცვალების ადგილი ან/და მიზეზი. ამ შემთხვევაში ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრულ შესაბამის ველში იწერება „უცნობი“.“.

2. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ წესის 52-ე მუხლის 41 ან/და 42 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტერიტორიული სამსახური გარდაცვალების რეგისტრაციას განახორციელებს შესაბამისი რეკვიზიტის/რეკვიზიტების მითითების გარეშე.“.

4. 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 75. გარდაცვალების რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე

1. 2018 წლის 30 დეკემბრამდე იმ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რეგისტრაცია, რომელსაც  მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და მისი მონაცემები ფიქსირდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ამ წესის VIII თავით დადგენილი ზოგადი წესის გარდა, აგრეთვე, შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ, ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად შედგენილი ოქმის საფუძველზე.

2. გარდაცვალების თარიღის შესახებ ინფორმაციის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ შედგენილ ოქმში შესაძლებელია არ იქნეს მითითებული პირის გარდაცვალების თარიღი, ადგილი ან/და მიზეზი. ამ შემთხვევაში ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრულ შესაბამის ველში იწერება „უცნობი“. იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვალების თარიღის შესახებ არ მოიპოვება სრული ინფორმაცია, არამედ ცნობილია მხოლოდ წელი, ან წელი და თვე, ოქმში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისად გარდაცვალების წელი, ან წელი და თვე.

3. ინფორმაციის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ შედგენილ ოქმში შესაძლებელია არ იქნეს მითითებული პირის გარდაცვალების ადგილი ან/და მიზეზი. ამ შემთხვევაში ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრულ შესაბამის ველში იწერება „უცნობი“.

4. ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტერიტორიული სამსახური გარდაცვალების რეგისტრაციას განახორციელებს შესაბამისი რეკვიზიტის/რეკვიზიტების მითითების გარეშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი