დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.22.027.016653 |
149
30/07/2016
ვებგვერდი, 31/07/2016
010220020.22.027.016653
სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
|
სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ
|
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისია (შემდგომში –
„კომისია“) იქმნება სსიპ –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში –
„სააგენტო“) ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისა და აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონული ოფისების სამოქმედო ტერიტორიებზე.
|
2.
ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე კომისია იქმნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინიისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კომისია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ორი წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისგან, ხოლო თითო-თითო წევრი –
საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, „იუსტიციის სახლისა“ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისგან, შესაბამისი უწყებების წარდგინებით.
|
3.
კომისიის წევრის სამსახურიდან გათავისუფლება იმ უწყებიდან, რომელსაც იგი წარმოადგენს კომისიაში, ავტომატურად იწვევს კომისიის წევრის სტატუსის შეწყვეტას.
|
4.
კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც არის სააგენტოს თანამშრომელი.
|
5.
კომისიის ერთ-ერთი წევრი (სააგენტოს თანამშრომელი) ასრულებს მდივნის მოვალეობას, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას.
|
6.
კომისიის სამართლებრივ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააგენტო.
|
7.
სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით.
|
8.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები