„ტექნიკური რეგლამენტის - „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის - „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019440
364
28/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
300160070.10.003.019440
„ტექნიკური რეგლამენტის - „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №364

2016 წლის 28 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის - „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის - „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის  29 მარტის  №143  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 300160070.10.003.019208) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, თან იქონიოს „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ან „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები (სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისას).“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი