„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის, რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.019430
368
28/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
360160000.10.003.019430
„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის, რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №368

2016 წლის 28 ივლისი

   ქ. თბილისი

„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის, რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის, რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016,  360160000.10.003.019209)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის, რეგისტრაციის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ნარჩენების შეგროვების  ან/და ტრანსპორტირების რეგისტრაცია

1. ნარჩენების შეგროვების ან/და ტრანსპორტირების რეგისტრაციის მიზნით, განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს:

ა) სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;

ბ) ნარჩენების დამუშავების ობიექტთან დადებული ხელშეკრულება.

2. სახიფათო ნარჩენების შეგროვების ან/და ტრანსპორტირების რეგისტრაციის მიზნით, განმცხადებელმა ასევე დამატებით უნდა წარადგინოს სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა/მოწმობები და სერტიფიკატ(ებ)ი, მძღოლ(ებ)ის სპეციალური მომზადების შესახებ, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილების შესაბამისად.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი